ბანისხევი, მდინარე აღმ. საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხ. შენაკადი (ერთვის სოფ. რველის მახლობლად). სიგრძე 16 კმ, აუზის ფართ. 49,2 კმ². სათავე აქვს ლომისმთის (მესხეთის ქედი) სამხრ. კალთაზე, 1992 მ სიმაღლეზე. მიედინება წიწვოვანი და შერეული ტყეებით შემოსილ ღრმა და ვიწრო ხეობაში. საშ. წლ. ხარჯი 1,73 მ³/წმ. ერთვის ბევრი პატარა შენაკადი, რ-თა საერთო სიგრძეა 42 კმ.
ი. აფხაზავა