ბანოვანი (ნამდვ. სახელი და გვარი დესპინე დავითის ასული გელოვანი) (6. XII. 1880. სოფ. ლაჯანა. ახლანდ. ცაგერის მუნიციპალიტეტი, – 6. XII. 1934, თბილისი), მწერალი, პუბლიცისტი.
1898-იდან ქართ. ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი მოთხრობები, ესკიზები, ეთნოგრ. წერილები, კორესპონდენციები. ბ. მონაწილეობდა 1905 მოვლენებში, დიდ საზ. მოღვაწეობას ეწეოდა ლეჩხუმში, სადაც დააარსა რამდენიმე ბ-კა, ხელმძღვანელობდა სცენის მოყვარულთა წრეებს. 1920-იდან ცხოვრობდა თბილისში. მას ეკუთვნის რომანი „სამართალს სისხლით მოვძებნი“ (მნათობი“, 1928, № 5–9). ისტ. რომანში „შორეული ლანდები“ (1959, 1960) მწერალი ასახავს XVII ს. საქართველოს სინამდვილეს. მისი მოთხრობებიდან აღსანიშნავია „ღების ბატონი“, „ქალი“ და სხვ.
დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.