ბანოშისწყალი

ბანოშისწყალი, მდინარე აღმ. საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, დებედის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. შენაკადი. სათავე აქვს ლოქის ქედის ჩრდ. კალთაზე. სიგრძე 20,4 კმ, აუზის ფართ. 89,1 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები – ზაფხულ-შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. საშ. წლ. ხარჯი შესართავთან 27 მ³/წმ.