ბანოჯა, სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმბრის თემში (იმერეთის რეგიონი), იმერეთის დაბლობზე ზ. დ. 200 მ, წყალტუბოდან 6 კმ. 1,6 ათ. მცხ. (2014).
არის კირქვის, სურინჯისა და ჟანგმიწის საბადოები, ძელქვის რელიქტური კორომი, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი და კარსტული მღვიმე.
ბ-ში დაიბადა კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე.