ბანტიშ-კამენსკი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე [16 (27). XII. 1737, ნეჟინი, – 20. I (1. II). 1814, მოსკოვი], რუსეთსა და უკრაინაში მოღვაწე ისტორიკოსი. ბიბლიოგრაფი, არქეოგრაფი.
შეადგინა ხელნაწერთა აღწერილობა, რ-იც ეხება რუსეთის ურთიერთობას პოლონეთთან, თურქეთთან, ჩინეთთან, საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან. ბ. არის ავტორი კაპიტ. ნაშრომისა „რუსეთის საგარეო ურთიერთობის მიმოხილვა“. მას დღემდე არ დაუკარგავს სამეცნ. მნიშვნელობა. ცნობილია აგრეთვე როგორც მთარგმნელ-გამომცემელი.