ბანუში (Banus) მარია (10. IV. 1914, ბუქარესტი, – 14. VII. 1999, ბუქარესტი, რუმინეთი), რუმინელი მწერალი, რუმინ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1951). ავტორია ლექსთა მრავალი კრებულისა და პიესებისა, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფილოს. და პეიზაჟური ლირიკა.
1954 იმოგზაურა საქართველოში და შექმნა პეიზაჟური ლირიკის საუკეთესო ნიმუში „საქართველოს მთებში“ (1954).