ბანძელაძე გელა დომენტის ძე (10. XII. 1927, სოფ. დერჩი, ქუთაისის მაზრა, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 15. VII. 1985, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1965), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1984), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1984).
დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1950). იყო მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის საქართვ. ფილიალის მეცნ. მუშაკი (1948–56), გაზ. „კომუნისტის“ პროპაგანდის განყ-ბის გამგე (1951–52), საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტის უფროსი მეცნ. მუშაკი (1956–61), თსუ-ის დოცენტი (1961–64), თსუ-ის ეთიკის, ესთეტიკისა და ათეიზმის კათედრის გამგე (1964–69), თბილ. ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტის რექტორი (1969–72), საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტის ეთიკის განყ-ბის გამგე (1972–85).
ბ-ის მეცნ. კვლევა-ძიების ძირითადი სფეროებია ეთიკის, ესთეტიკის, ათეიზმის, სოციოლოგიისა და ლოგიკის პრობლემები.
თხზ.: დიალექტიკისა და ლოგიკის ურთიერთობის საკითხებისათვის, თბ., 1956; ეთიკა, თბ., 1969; ადამიანური ღირსების ცნება მარქსისტულ-ლენინურ ეთიკაში, ნაწ. 1–2, თბ., 1975–77; მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია და ზნეობრივი პროგრესის პრობლემა, ნაწ. 1–2, თბ., 1979–80; ზნეობრივი პროგრესის თეორია და პრაქტიკა, თბ., 1982; Опыт изложения системы марксистской этики, Тб., 1963.
ლ. ჩინჩლაძე