ბარათაშვილი ბარათა (გ. დაახლ. 1626), ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე.
მეწინავე სადროშოს – სომხით-საბარათიანოს – სარდალი. თავდაპირველად ერთგულობდა სიმონ II-ს, მხარს უჭერდა ზურაბ არაგვის ერისთავი მთიულ-მოხევეთა წინააღმდეგ ბრძოლაში. XVII ს. 20-იანი წწ. დასაწყისში ამოწყვიტა თავისი სახლიკაცები (სიკვდილს გადაურჩა ბარათაშვილ-ორბელიშვილი ყაფლან|ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილი, რ-იც ირანში გაიქცა) და მათ მამულებს დაეპატრონა. ქართლის აჯანყების დროს (1625) მიემხრო გ. სააკაძეს, მონაწილეობდა მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლებში. სიმონ II-მ ბ. სარდლის თანამდებობიდან გადააყენა და სარდლად ბარათაშვილი ქაიხოსრო|ქაიხოსრო ბარათაშვილი დანიშნა. 1625 ბოლოს ბ. სააკაძესთან ერთად დას. საქართველოში გადავიდა. 1626 შემდეგ ცოცხალი არ ჩანს (ვახუშტის მიხედვით, ბ. მოაკვლევინეს ყაფლან ბარათაშვილმა და აბას I-მა ფარავნის ტბასთან). ბ-ის მამულები სიმონ II-მ ყაფლან ბარათაშვილს უწყალობა.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955.
გ. ჯამბურია