ბარათაშვილი გიორგი, XIX ს. 50–60-იანი წწ. მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი.
მისი თხზულებები იბეჭდებოდა ჟურნ. „ცისკარში“. 1853 გამოაქვეყნა რუსულიდან თარგმნილი „მღვიმე სასაფლაოს იქით“ („ცისკარი“, № 4), 1860 ‒ „იშვიათი ამბავი“ (იქვე, № 12), მონაწილეობა მიიღო „თერგდალეულებთან“ კამათში „მამათა“ ლიტ.-ესთეტ. პოზიციიდან (იხ. „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლა). მისი „წერილი რედაქტორთან“ („ცისკარი“, 1861, № 5 და 6) არის კრიტიკა ი. ჭავჭავაძის წერილისა „ორიოდე სიტყვა...“ და ილიას მიერ 1857 და შემდეგ გამოქვეყნებული ლირ. თხზულებებისა.
თხზ.: ქართული ლიტერატურული კრიტიკის ისტორიისათვის, ს. ხუციშვილის წინასიტყვაობითა და შენიშვნებით, [ტ.] 1, თბ., 1954.
ლიტ.: ჭუმბურიძე ჯ., ქართული კრიტიკის ისტორია, [ტ.] 1, თბ., 1974.
ს. ხუციშვილი