ბარათაშვილი ზურაბ, XVII ს. I ნახ. ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, მეწინავე სადროშოს – სომხით-საბარათიანოს – სარდალი (იხსენიება 1634, 1637 საბუთებში).
სარდლობა უნდა მიეღო სიმონ II-ის მეფობის ბოლო წლებში, ქაიხოსრო ბარათაშვილის შემდეგ. ერთგულობდა როსტომ მეფეს. ზურაბი იყო ბარათაშვილთა ერთი შტოს, ზურაბიშვილთა გვარის, ფუძემდებელი. ყმა-მამული სასახლითა და ეკლესია-მონასტრითურთ ჰქონდა კაზრეთში, რ-იც შემდგომ ზურაბიშვილთა სამფლობელოს, საზურაბიშვილოს, რეზიდენცია გახდა.
ლიტ.: ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან. თბ., 1955.
გ. ჯამბურია