ბარათაშვილი თომა ავთანდილის ძე, XVIII ს. I ნახ. პოეტი. 1724 თავის ძმასთან, ცნობილ პოეტთან მამუკა ბარათაშვილთან ერთად რუსეთში გახიზნულ ვახტანგ VI-ს გაჰყვა ამალაში.
1740-იან წლებში რუს. საგარეო საქმეთა კოლეგიის დიპლომატ-კურიერი იყო. ბ-ის პოეტური მემკვიდრეობიდან ცნობილია რამდენიმე ლექსი, რ-ებშიც უცხოეთში გადახვეწილი ადამიანის სევდაა გამოხატული. დავით გურამიშვილი ბ-ს დასესხებია ერთ სასიმღერო კილოს („ხმას“) და ლექსიც მიუძღვნია მისთვის.
ლიტ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966.
გ. მიქაძე