ბარათაშვილი ილია ბიძინას ძე (27. VII. 1933, სოფ. სიმონეთი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპ-ი, – 11. VIII. 2010, თბილისი), მეტალურგი, ტექ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1987). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1993).
1956 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი. 1956–57 მუშაობდა „ავტომატმრეწვში“ ინჟინრად, 1957–80-საქართვ. მეცნ. აკად. მეტალ. ინ-ტში მეცნიერ თანამშრომლად. 1980-იდან ამავე ინ-ტში ხელმძღვანელობდა მეტალ. პროცესების ფიზ. ქიმიის ლაბორატორიას, 1990-იდან იყო მეტალ. ინ-ტის დირექტორი. 1985-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. ტექ. უნ-ტის შავი ლითონების მეტალ. კათედრაზე.
ბ-ის სამეცნ. შრომები ეხება მეტალ. პროცესების თეორ. საფუძვლებს. მონოგრაფიისათვის „მანგანუმის ფოსფორთან ურთიერთქმედების თერმოდინამიკა“ თანაავტორებთან ერთად მიენიჭა გ. ნიკოლაძის სახ. პრემია (1984). დაამუშავა და დანერგა ელექტროლიტური მანგანუმის დააზოტებისა და რაფინირების ტექნოლოგია.
თხზ.: Термодинамика взаимодействия марганца с Фосфором, Тб., 1982 (თანაავტ.: Г. Г. Гвелесиани. Д. Ш. Цагарели); Теоретические основы дефосфорации и десульфурации марганца и сплавов на его основе, Тб., 1987.
ე. ნადირაძე