ბარათაშვილი პეტრე მელქისედეკის (მიხეილის) ძე (1734, რუსეთი, – 2. IX. 1789), რუსეთის იმპერიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გენერალ-პორუჩიკი (1786).
1724 რუსეთში წასული ვახტანგ VI-ის ამალის წევრის, მელქისედეკ ბარათაშვილის ვაჟი, ქართ. ნუმიზმატიკის ფუძემდებლის ბარათაშვილი მიხეილ|მ. პ. ბარათაშვილის მამა. 1770–74 მსახურობდა საარტილერიო კორპუსში; მონაწილეობდა 1768–74 და 1787–91 რუს.-ოსმ. ომებში. 1780 მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება. 1780–89 იყო სიმბირსკის მეფისნაცვალი. 1784-იდან თავმჯდომარეობდა სიმბირსკის სამოქალაქო სასამართლოსა და სიმბირსკის გუბერნიის თავადაზნაურობის საქმეთა სამმართველოს. დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის II ხარისხის ორდენით.
ლიტ.: გოგიტიძე მ., რუსეთის იმპერიის სამეფო არმიის ქართველი გენერლები, თბ., 1999; Брокгаузен и Эфрон, Энциклопедический словарь, СПб., т. 5, 1891.
შ. ცირეკიძე