ბარათაშვილი ქაიხოსრო (გ. 1636), ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVII ს. I ნახევარში. 1619-იდან იხსენიება ბოქაულთუხუცესად.
1625 ბოლოს მიიღო მეწინავე სადროშოს – სომხით-საბარათიანოს-სარდლობა და მეკობრისმძებნელის სახელო. 1626 ივნისში დაინიშნა თბილისის მოურავად. 1626 შემოდგომაზე შაჰ-აბას I-მა დედოფლის (სიმონ II-ის მეუღლის ჯაჰანბანუს) სახლთუხუცესად დანიშნა. ბ. ადრე ლუარსაბ II-ის ერთგული იყო, შემდეგ – სიმონ II-ისა. 1625 სააკაძე გიორგი|გ. სააკაძეს მიემხრო, იმავე წლის ბოლოს ისევ სიმონ II-ის მხარეზე გადავიდა, შემდეგ თეიმურაზ I-ს ემსახურებოდა. 1633-იდან როსტომ მეფეს მიენდო, მაგრამ მალე მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.
ლიტ.: ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955.
გ. ჯამბურია