ბარათხევი, მდინარე სამხრ. საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ოცხის (ქვაბლიანის მარცხ. შენაკადი) მარცხ. შენაკადი. სიგრძე 11 კმ, აუზის ფართ. 52 კმ². სათავე აქვს მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, ზ. დ. 2425 მ სიმაღლეზე. მიედინება წიწვოვანი და შერეული ტყეებით შემოსილ ღრმა და ვიწრო ხეობაში. ერთვის ბევრი პატარა შენაკადი.
ი. აფხაზავა