ბარალეთისწყალი

ბარალეთისწყალი, არაკვისწყალი, მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდ. ფარავნის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 30 კმ. აუზის ფართ. 469 კმ². სათავე აქვს სამსრის ქედის დას. კალთაზე, ზ. დ. 1860 მ სიმაღლეზე. ძირითადად საზრდოობს მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 3,37 მ³/წმ.

ნ. უკლება