ბათუმის მუშათა თეატრი

ბათუმის მუშათა თეატრი, როტშილდის ქარხნის მუშების მიერ 1901 დაარსებული ქართული დრამატული წრე, რ-იც უფასოდ ემსახურებოდა მუშებს.

წრეს ხელმძღვანელობდა დ. კლდიაშვილი. თავდაპირველად წრის წევრები მხოლოდ მუშები იყვნენ: მ. წეროძე (რეჟისორის მოვალეობასაც ასრულებდა), მ. გორგილაძე, ს. ივანიძე, ნ. კირთაძე, ი. მანჯგალაძე, ი. ქორიძე, ე. ფირცხალაიშვილი. სხვადასხვა წელს დადგეს: ი. ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღი“, სცენები ა. ცაგარლის „ციმბირელიდან“, კითხულობდნენ ა. წერეთლის, ი. ევდოშვილის და სხვ. ლექსებს.

1904 ბ. მ. თ-ს შეუერთდნენ პროფ. დრამ. წრის წევრები. სხვადასხვა დროს რეჟისორად მიწვეული ჰყავდათ შ. დადიანი, ა. წუწუნავა, ალ. ჟორჟოლიანი. რსდმპ ბათ. კომიტეტის ხელის შეწყობით წრე დგამდა ფასიან წარმოდგენებს „რკინის თეატრში“, რეპერტუარში ჰქონდათ: ა. ცაგარლის „ციმბირელი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ქართველი დედა“, ა. ყაზბეგის „არსენა“, ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი“ და „გამცემი“, დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“, „დარისპანის გასაჭირი“, ი. გომართელის „წამხდარი სისხლი“, ე. ჩირიკოვის „ებრაელები“, ჰ. იბსენის „ხალხის მტერი“ და სხვ. წრე არსებობდა 1912-მდე.