ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, აწარმოებდა ნავთობპროდუქტებს (ნავთი, მაზუთი, ბენზინი, ზეთები).
ნავთობის ნედლეულს ღებულობდა უცხოეთიდან. ქ-ნის მშენებლობა დაიწყო 1927 წ. 10 ივნისს, პირველი რიგი საექსპლუატაციოდ გადაეცა 1929 წ. 29 მაისს. ბ. ნ. ქ. უმსხვილესი უწყვეტი ციკლის საწარმო იყო. ქ-ნის არსებობის განმავლობაში ბათუმში გაჩნდა მენავთობეთა ათიათასკაციანი დასახლება. საწარმოს ფუნქციონირება XX-ს 70-იანი წლებიდან პრობლემური გახდა, უპირველეს ყოვლისა გარემოზე ზემოქმედების გამო. ქ-ნა მოქცეულია ბათუმის საკურორტო ზონაში. მიუხედავად იმისა, რომ ქ-ნაში 1965–70 წწ., რეკონსტრუქციის დროს, დაიდგა ახ. ტექნოლ. მოწყობილობანი, გამწმენდი დანადგარები, ეკოლოგიური თვალსაზრისით ქ-ნა მაინც ვერ აკმაყოფილებდა საჭირო მოთხოვნებს. დღის წესრიგში დადგა ქ-ნის რეკონსტრუქციის ეკოლოგიურად სრულყოფილი პროექტის შედგენა, რაც ვერ განხორციელდა.
საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც ვერ გამოსწორდა მდგომარეობა. განხორციელდა საწარმოს პრივატიზება. მისი მფლობელი გახდა კომპანია „გრინოუკი“, რ-ისგანაც ის 2006 შეიძინა კომპანია „ყაზმუნაი გაზმა“ ახ. ნავთობგადასამუშავებელი ქ-ნის აშენების პირობით რაც არ განხორციელდა, საბოოლოდ, ქ-ნის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა აჭარის არ. 2000-იდან საწარმოო ჩამოყალიბდა როგორც შპს „ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“. 2020 მდგომარეობით ქ-ნის საქმიანობა ძირითად ნათელი ნავთობპროდუქტების მიღება-გადატვირთვის ოპერაციებითა და მის ბალანსზე რიცხული ქონების იჯარით გაცემით შემოისაზღვრება. საწარმო წამგებიანია. არსებულ ტერიტორიაზე თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ქ-ნის არსებობას უდიდესი როლის შესრულება შეუძლია ბათუმის ეკონ. განვითარებასა და საქართვ. საექსპორტო პოტენციალის გაზრდაში. ალტერნატიული ვარიანტი გულისხმობს ქ-ნის სრულ გაუქმებას, ან გატანას საკურორტო ზონიდან.
მ. ჯიბუტი