ბათუმის ოკრუგი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში.
შეიქმნა 1878 ბათუმის ოლქის შემადგენლობაში. დაიყო ბათუმის, კინტრიშისა და გონიოს უბნებად (1888-იდან – საპოლიციო უბნები), ადმ. ცენტრი – ბათუმი. ფართობი – 3703 კმ², დასახლ. პუნქტი – 306 (1905), მოსახლეობა – 20824 (1882), 63414 (1905). 1883 დებულებით ბ. ო. დაუქვემდებარეს ქუთაისის გუბერნიას, ხოლო 1903 წ. 1 ივლ-ისიდან – ბათუმის ოლქს.
ო. ჟორდანია