ბათუმის ოლქი

ბათუმის ოლქი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში.

შეიქმნა 1878 საქართველოს იმ ისტ. ტერიტორიაზე, რ-იც რუსეთმა შემოიერთა ბერლინის 1878 ტრაქტატით. ფართობი – 6,975 კმ² (1904), დასახლ. პუნქტი 471, მოსახლეობა – 121832 კაცი (1905).

1878 ბ. ო. ადმინისტრაციულად დაიყო ბათუმის, ართვინისა და აჭარის ოკრუგებად. სამხ. და ადმ. საქმეებში კავკ. არმიის მთავარსარდალს ექვემდებარებოდა. ადგილ. მმართველობას სათავეში ედგა ბათ. სამხ. გუბერნატორი. 1883 – 1903 შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში.

1903 ცალკე ადმ. ერთეულად გამოეყო ქუთაისის გუბერნიას, ოლქის ცენტრად გამოცხადდა ქ. ბათუმი.

ო. ჟორდანია