ბათუმის საავეჯო საწარმოო გაერთიანება, უშვებდა სამზარეულოს ავეჯს, ფირფიცარს და სხვ.
1883 ბათუმში ინჟ. პლაშკოვსკის ხელმძღვანელობით აიგო ტარის ქ-ნა. 1886 იგი შეისყიდა ფრანგმა კაპიტალისტმა როტშილდმა. ქ-ნა უშვებდა ყუთებსა და რკინის ბიდონებს ნავთობის ექსპორტისათვის. 1890 ივლისში როტშილდის ქ-ნაში მოეწყო პირველი პოლიტ. გაფიცვა.
1927 როტშილდის ქ-ნის ბაზაზე დაარსდა ბათუმის ხის დასამუშ. კომბინატი, რ-იც თავდაპირველად ფირფიცარს აწარმოებდა. 1960 –93 ბ. ს. ს. გ. სპეციალიზებული იყო სამზარეულოს ავეჯის წარმოებაზე; განსაკუთრებით ცნობილი იყო გარნიტურები „მიდი“ და „აჭარა“. XX ს. 90-იან წლებში საწარმომ შეწყვიტა ფუნქციონირება.
მოხდა მისი პრივატიზება.
მ. ჯიბუტი