ბათუმის საყოფაცხოვრებო მანქანათსაშენი ქარხანა

ბათუმის საყოფაცხოვრებო მანქანათსაშენი ქარხანა, დაარსდა 1958.

თავდაპრიველად ერქვა „ბათუმის ელექტროტექნიკური ქარხანა“ (1972-მდე). უშვებდა სარეცხ მანქანებსა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ცენტრიფუგებს, 1972-იდან – აირქურებს, 1969-იდან – კომუნალურ მტვერსასრუტებს „აჭარა“, რ-ებიც ექსპორტზე გადიოდა.

1989-იდან ქ-ნაში მზადდებოდა ფილტრშთანმთქმელი დანადგარები, რ-თა მეშვეობით ხდებოდა შედუღების რკალიდან ჰაერის ასპირაცია; ქ-ნა აგრეთვე უშვებდა თერმოკონტეინერებსა და სახ. მოხმარების სხვა საგნებს.

XX ს. 90-იან წლებში საწარმომ შეწყვიტა ფუნქციონირება. მოხდა მისი პრივატიზება.

მ. ჯიბუტი