ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის სახელობისა, დაარსდა 1935 როგორც სამასწავლებლო ინ-ტი, 1938 მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელი.

1945-იდან რეორგანიზებულ იქნა პედ. ინ-ტად 4-წლიანი სწავლებით.

1990 ინ-ტი გადაკეთდა უნ-ტად, სწავლება 5-წლიანი გახდა. უნ-ტში ფუნქციონირებს 5 ფაკ-ტი: ისტორია-ქართ. ფილოლ., რუს. და უცხოური ენების, ფიზიკა-მათ., ბუნებისმეტყველება-გეოგრაფია., ფიზ. აღზრდისა და პედაგოგიკის. კათედრები: ქართ. ენის, ქართ. ლიტ-რის, ზოგადი ფილოლ., ზოგადი ენათმეცნ.; საქართვ. ისტ., მსოფ. ისტ.; რუს. ფილოლ., უცხოური ენებისა და ლიტ-რის; პედ., ფსიქოლ., ფილოს. და პოლიტოლოგიის; საქართვ. პოლიტ. ისტ., ეკონ. და სამხ. მომზადების; მათ., გამოყენებითი მათ. და ინფორმატიკის; თეორ. ფიზიკის, ზოგადი ფიზიკის, ქიმიის; ბიოლ., ადამიანის, ცხოველთა ფიზიოლ. და ჰიგიენის, წყლის ბიორესურსებისა და აკვაკულტურის, ბოტან., გეოგრ.; დაწყ. განათლების პედ. და მეთოდ., ფიზ. აღზრდის, მისი თეორ. და მეთოდ., ზოგადტექ. დისციპლინებისა და შრომის; 41 სასწ. კაბინეტი, 22 ლაბორატორია, 5 ჰა საცდელი მიწის ნაკვეთი. შემოღებულია ახალი სპეციალობები: წყლის ბიორესურსები და აკვაკულტურა, ეკონ. და მართვა ვაჭრობასა და საზკვებაში, ფინანსები და კრედიტები, საინჟინრო პედ., თურქ. ენა და ლიტ-რა.

1994 წელს ჩამოყალიბდა ორი სასწ.-სამეცნ. ლაბორატორია-ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო კათედრათა გაერთიანებით, სადაც შეისწავლება სამხრ.-დას. საქართველოს ყოფის, კულტურისა და ეკოლ. პრობლემები. ეწყობა სამეცნ.-შემკრებლობითი ექსპედიციები. გამოდის შესაბამისი კრებულები.

უნ-ტის ბიბლიოთეკა (დაარსდა 1935 წ., ფონდში 195 ათ-მდე დაცვითი ერთეულია) ემსახურება 2 ათ-მდე მკითხველს. 1975 ისტ. კათედრასთან ჩამოყალიბდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რ-იც 1200-მდე ექსპონატს ითვლის.

უნ-ტის დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების განყ-ბებზე 4 ათ-მდე სტუდენტი სწავლობს, მუშაობს 23 მეცნ. დოქტორი, პროფესორი, 115 მეცნ. კანდიდატი, დოცენტი, 105 მასწავლებელი. ინ-ტის შრომათა კრებულები გამოდიოდა 1941 – 74, შემდეგ რესპ. პედ. ინ-ტების შრომები იბეჭდებოდა თბილისის ს.-ს. ორბელიანის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის გაერთიანებულ კრებულებში. 1974 დაიწყო სამეცნ. სესიებისა და კონფერენციების თეზისების გამოცემა (გამოცემულია 25 კრებული). ყოველწლიურად ტარდება პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნ. კონფერენციები, იბეჭდება შესაბამისი თეზისები. 1994 წელს გაიხსნა ასპირანტურა 6 სპეციალობაში: მათ., ფიზ.,  საქართვ. ისტ., არქეოლ. და პედ., ქართ. ლიტ-რა.

თ. ალიბეგაშვილი

ა. ახვლედიანი