ბათუმის ქიმიური ქარხანა, უშვებდა ოლიფას, ზეთის საღებავებს, ბროლის ნაკეთობებს, პოლიეთილენის ნაწარმს, სარეცხ საშუალებებს და სხვ. დაარსებულია 1880 ბერტმანისა და კორპოვსკის მიერ.
თავდაპირველად აწარმოებდა საღებავებს. ბათუმის საღებავებმა 1901 თბილ. გამოფენაზე მიიღო ვერცხლის მედალი, 1906 ანტვერპენის (ჰოლანდია) გამოფენაზე კი – დიდი ოქროს მედალი; ოქროს მედალი მიიღო აგრეთვე 1908 რომში. 1909 ქ-ნა დააჯილდოვეს რუს. მთავრობის საპატიო სიგელით. I მსოფლიო ომის (1914 – 18) პერიოდში ქ-ნის პროდუქციის წარმოება შემცირდა. 1916 საწარმომ არსებობა შეწყვიტა. აღადგინეს 1920.
ფუნქციონირებდა XX ს. 90-იან წლებამდე. მოხდა მისი პრივატიზება.
მ. ჯიბუტი