ბათუმის ყურე

ბათუმის ყურე, ყურე შავი ზღვის სამხრ.-აღმ. სანაპიროზე.

ბათუმის კონცხით დაცულია აქ გაბატონებული სამხრ.-დას. დინებისა და დასავლეთის ქარისაგან. ყურის დას. ნაწილში (მაქს. სიღრმე 58 მ) გაშენებულია ბათუმის ნავსადგური და საზღვ. ვაგზალი; აღმ. ნაწილი მცირე სიღრმისაა, პლაჟი განიერია.

ა. ტერელაძე