დისონანსი (ფრანგ. dissonance <ლათ. dissono – შეუთანხმებელი ჟღერადობა), არაზუსტი რითმის ისეთი სახეობა, რ-შიც ხმოვნებისა და თანხმოვნების დიდი ნაწილი შეუთანხმებელია. მაგ.: დალანდიმანდილი გ. ტაბიძის ლექსში „გემი დალანდი".
ქართ. პოეზიაში დისონანსური რითმა ფეხს იკიდებს XX ს. დასაწყისში. მუსიკაში – კეთილხმოვანების დარღვევა, ბგერათა არაჰარმონიული შეთანხმება (დ-ის საპირისპირო მოვლენაა კონსონანსი).
ა. ხინთიბიძე