ბაიაძე ვასილ პეტრეს ძე (25. XI. 1922, გორი, – 24. VIII. 1993, თბილისი), კრიტიკოსი. საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1975).
II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. მას ეკუთვნის ლიტ.-კრიტ. წერილების კრებ. „იდეა და ოსტატობა“ (1957). წიგნებში „დრო და მწერალი“ (1963), „მწერალი და თანამედროვეობა“ (1970), „თვალსაწიერი“ (1976), „სახეები, ფერები, პრობლემები“ (1981), „დროის მხატვრული მატიანე“ (1988) და სხვ. დასმულია ქართ. მწერლობის აქტუალური საკითხები. საბავშვო ლიტ-რისა და მომავალი თაობის ესთეტ. აღზრდის პრობლემებს განიხილავს ბ. წიგნებში: „სიყმაწვილიდან სიჭაბუკემდე“ (1974), „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების“ (1979) და სხვ. თარგმნიდა რუს. ლიტ-რის ნიმუშებს. ხანგრძლივი დროის მანძილზე მოღვაწეობდა პედ. პრესაში.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენი.