ბაიახჩევი ლევ სერგის ძე

ბაიახჩევი ლევ სერგის ძე (7. IX. 1930, თბილისი, – 26. XII. 1992, იქვე), ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1985). ეროვნებით სომეხი, მოღვაწეობდა საქართველოში.

1959 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (პედაგოგები – ა. ქუთათელაძე, ვ. შუხაევი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1961-იდან.

ბ. ძირითადად მუშაობდა პეიზაჟისა და პორტრეტის დარგში. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „მეშახტეები“ (1961), „ელენეს პორტრეტი“ (1963), „გმირის დაბრუნება“ (1964, სამივე საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი), „ქალაქის პეიზაჟი“ (1967), „ქალიშვილის პორტრეტი“ (1985), „ნატურმორტი მსხლებით“ (1986), „ძველი თბილისი“ (1988, ყველა მხატვრის საკუთრება) და სხვ.