ბაიკოვსკი ეფიმ ისაკის ძე (24. III. 1928, ეკატერინბურგი, – 14.IV.2015, მოსკოვი ), რუსი მსახიობი. რუს. დამს. არტისტი (1964), საქართვ. სახ. არტისტი (1973). რუს. სახ. არტისტი (2001).
დაამთავრა ლენინგრ. ახალი თეატრის დრამ. სტუდია (1947). სხვადასხვა წლებში მუშაობდა ორიოლის (1947 – 50), მურმანსკის (1951–52), ვილნიუსის (1952–57), ჩელიაბინსკის (1957–69), თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. (1969–75), ლენინგრ. პუშკინის სახ. (1975–83) რუსულ დრამ. თეატრებში; 1983-იდან კი მოსკ. ახალი დრამ. თეატრებში; 1983-იდან მოსკ. ახალი დრამ. თეატრის მსახიობია. გამოირჩეოდა მოხდენილი გარეგნობით, პროფ. კულტურით. წარმატებით ასრულებდა გმირულ, აგრეთვე სახასიათო და კომედიურ როლებს (ტრიგორინი – ა. ჩეხოვის „თოლია“, ედმუნდი – უ. შექსპირის „მეფე ლირი“, ჩაცკი – ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“, ვრონსკი, ნიკიტა – ლ. ტოლსტოის „ანა კარენინა“, „მეუფება წყვდიადისა“, არბენინი – მ. ლერმონტოვის „მასკარადი“, დავით ბარათელი – გ. ხუხაშვილის „მოსამართლე“, პარატოვი – ა. ოსტროვსკის „უმზითვო“, ბალიასნიკოვი –ა. არბუზოვის „ძველი არბატის ზღაპრები“, ზვეზდინცევი – ლ. ტოლსტოის „განათლების ნაყოფი“, ბარსუკოვი – ა. სოფრონოვის „სარკოფაგის საიდუმლო“, პროტორი – მ. გორკის „ვასა ჟელეზნოვა“ და სხვ.).
შეასრულა მეფისნაცვლის როლი კინოფილმში „დათა თუთაშხია“.
შ. ცუცქირიძე