ბაისუბანი

ბაისუბანი, სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში (კახეთის რეგიონი), ალაზნის ვაკეზე, მდ. ბაისუბნისხევის ნაპირას, ლაგოდეხ–ყვარლის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., ზემო მსხალგორი, პატარა გორი, ქვემო მსხალგორი). ზ. დ. 340 მ, ლაგოდეხიდან 9 კმ, წნორიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 35 კმ. 888 მცხ. (2014).