ბაისუბნის განძი, სასანური (ირანი) მონეტების განძი, რ-იც აღმოჩნდა 1939 სოფ. ბაისუბანში (ლაგოდეხის მუნიციპ.). მოთავსებული იყო ქოთანში. მონეტები გაიფანტა. შემორჩენილი 2 დრაქმა მოჭრილია კავადისა (488 – 531) და ჰორმიზდ IV-ის (579 – 590) სახელით.
დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში.
ლიტ.: Джалагания И. Л., Иноземная монета и денежном обращении Грузии V – XIII вв., Тб., 1979.
გ. დონდუა