ბარამი

ბარამი, XII ს. საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ჰერეთის დიდებული, რ-მაც არიშიანთან და თავის დედის ძმასთან – ქავთარ ბარამის ძესთან ერთად 1104 შეიპყრო რანთა და კახთა მეფე აღსართან II და დავით აღმაშენებელს მიჰგვარა. ამით ბ-მა დიდად შეუწყო ხელი კახეთისა და ჰერეთის შესვლას საქართველოს ფეოდალური მონარქიის შემადგენლობაში.

წყარო: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2; პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970.

თ. პაპუაშვილი