ბარამიძე აბესალომ დავითის ძე (2. IX. 1926, თბილისი, – 15. XII. 2003, იქვე), კერამიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1967).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1952). იყო რიგის ფაიფურ-ფაიანსის ქარხნის მთავარი მხატვარი (1954–56), 1986-იდან – თბილ. ქანდაკების კომბინატის მთავარი მხატვარი. 1953-იდან – ყოფ. სსრკ რესპუბლიკებისა და საზღვარგარეთის (გერმანია, იუგოსლავია, შვეიცარია) ქ-ებში გამართული მხატვართა გამოფენების, აგრეთვე მხატვრული კერამიკის საერთაშორისო ბიენალეს (ვალორისი, 1969) მონაწილე. დაჯილდოებულია ფაენცის საერთაშორისო გამოფენა-კონკურენცის საერთაშორისო გამოფენა-კონკურსის დიპლომით (1970). ბ-მ გააფორმა ქ. მაჰაჩყალის სასტუმრო „ლენინგრადის“ ინტერიერი (1974), ქ. ობნინსკისა (1967) და ქ. პოდოლსკის (1968) ფიზიკოსთა კომპლექსები.