ბარამიძე ევსევი ნიკიფორეს ძე (17. VII. 1895, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 10. X. 1960, თბილისი), ტოპოგრაფ-კარტოგრაფი. მუშაობდა საქართვ. სახ. კომისართა საბჭოში საქართვ. დარაიონების სექტორის გამგედ, აგრეთვე დიდი ქართ. საბჭ. ენციკოპედიის რედაქციაში. 1935–37 საქართვ. ცაკის წევრი. 1937-იდან 1947-მდე გადასახლებაში იყო (რეაბილიტირებულია 1955). 1947-იდან მუშაობდა სოფ. მეურნ. სამინისტროში ტოპოგრაფ-კარტოგრაფად.
ბ. მონაწილეობდა საქართველოს და მისი ცალკეული რ-ნების რუკების შედგენაში, მ. შ. აღსანიშნავია საქართვ. ისტ. რუკა (1923, რედ. ი. ჯავახიშვილი), სვანეთის ადმ.-გეოგრ. რუკა (1925, რედ. ე. გაბლიანი), საქართვ. ტოპოგრ. რუკა (1932, ხელმძღვ. ა. ჯავახიშვილი) და სხვ. იყო მთელი რიგი რუკების საშრიფტო ორიგინალის შემსრულებელი. მოამზადა კარტოგრაფიული შრიფტების ალბომი.
გ. ბარამიძე