ბარამიძე კონსტანტინე მოსეს ძე [7 (20). II. 1914, თბილისი, – 8. VI. 1978, იქვე], მეცნიერი სამთო ელექტრომექანიკისა და საწარმოთა ავტომატიზაციის დარგში. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1974). ტექ. მეცნ. დოქტორი (1952), პროფესორი (1954), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1962). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტის სამთო ფაკ-ტი (1938). 1939-იდან კითხულობდა ლექციებს საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში, 1954–72 იყო იქვე სამთო საწარმოთა ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის კათედრის გამგე, 1973–77 კი ამავე ინ-ტის პრორექტორი. ბ-ის შრომები ეხება სამთო საწარმოთა ავტომატიზაციისა და კიდული ბაგირგზების თეორიის საკითხებს. იყო 16 გამოგონების ავტორი, მ. შ. ერთი (საშახტო ამწეების რეგულატორი და კიდული ბაგირგზის ავტომატიზებული ამძრავი) დაპატენტებულია შვეიცარიაში, იტალიაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ავტომატური რეგულირების თეორიის საფუძვლები, თბ., 1966; სამგზავრო კიდული საბაგირო გზები, თბ., 1969; Автоматизация шахтной подьемной машины с центробежным тормозом, М., 1953; Новая система автоматизированного привода канатной дороги маятниково типа, Тб., 1971. (თარგმნ. გერმ. და ინგლ. ენებზე).