ბარატაევკა

ბარატაევკა, სოფელი რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში, ულიანოვსკიდან 12 კმ-ზე. ქართველი თავადების ბარათაშვილების ყოფილი საგვარეულო მამული. მეფისნაცვალმა სიმბირსკში თავადმა პეტრე მელქისედეკის ძე ბარათაშვილმა 1782 წ. 600 დესეტინა მიწა მიიღო. მან იქ დაასახლა გლეხები და შექმნა სოფ. ბ., რ-საც XIX ს. ბოლომდე ფლობდნენ ბარატოვები – პ. ბარათაშვილის შთამომავლები. 1877 ბ-ში აშენდა წმ. ნიკოლოზის ეკლესია.

ფ. სიხარულიძე