ბაკი

1. მსხვილი რქოსანი საქონლის სადგომი, წნელით შემოღობილი ან ყორით შემოზღუდული გადაუხურავი ადგილი, რ-საც გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე და ზამთრის თბილ დღეებში იყენებენ (იმერეთ-გურიაში – საჩეხე, ქართა; აფხაზეთში – აგუარა).

2. ძველად ქალაქში ურმებისა და საქონლის დასაყენებელი შემოზღუდული ეზო-ყურე.

ნ. თოფურია