ბაკურ I, მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, ქართლის 23-ე მეფე, რ-საც ტახტი ეკავა მეფე ვაჩეს შემდეგ. „ქართლის ცხოვრება“ ბ. I-ს ქართლის 21-ე მეფედ და მეფე ვაჩეს შვილად წარმოგვიდგენს. როგორც ჩანს, ბ. I მეფობდა III ს. დამლევს.
წყარო: ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1963.
ა. ბოგვერაძე