ბაკურ V, მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, ქართლის 41-ე მეფე, რ-მაც ტახტი დაიკავა ფარსმანის შემდგომ.
ამავე წყაროს ცნობით, მისი სიკვდილით „დაესრულა მეფობაჲ ქართლისაჲ“. „ქართლის ცხოვრების“ მეფეთა სიაში ბ. V-ს, ფარსმან მეფის ძეს, 38-ე ადგილი უჭირავს. მისი სიკვდილის შემდგომ მისმა მცირეწლოვანმა შვილებმა ვერ შეძლეს მეფობის შენარჩუნება და ქართლში სპარსელები გაბატონდნენ.
წყარო იხ. სტ-თან ბაკურ I.
ა. ბოგვერაძე