ბაკურიძე ალექსანდრე შერიფის ძე (დ. 30. IV. 1958, ბათუმი), პოლიციის გენერალ-მაიორი (1994).
1980_85 სწავლობდა სსრკ სუკ-ის უმაღლეს სკოლაში ახლო აღმოსავლეთის განყ-ბაზე. 1985-იდან მუშაობდა საქართვ. სუკ-ის ორგანოებში. 1992 იყო აჭარის არ ქობულეთის რაიქვეგანყოფილების უფროსი, 1992–93 – საქართვ. რესპ. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ქვეგანყოფილების უფროსი, 1993_94 _ აჭარის არ შს მინისტრი, 1994_95 _ აჭარის მინისტრთა საბჭოს თავ-რის მოადგილე, 1996_2002 _ კორპორაცია „ივერია პლუსის” გენ. დირექტორის მოადგილე.
2002-იდან – საქართვ. შს სამინისტროს აკადემიის პრორექტორი.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და მედლებით.
ლ. დოლიძე