ბაკურაძე ოთარ მიხეილის ძე (14. I. 1926, თელავი, – 22. VIII. 1986, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1966), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1982).
დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1949). საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტის მეცნ. თანამშრომელი და განყ-ბის გამგე (1949–70), ბათ. პედ. ინ-ტის რექტორი (1970–78), ქუთაისის პედ. ინ-ტის რექტორი (1978–86), თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვ. ფილოს. კათედრის გამგე (1986). მოღვაწეობის ძირითადი სფეროები – დიალექტ. მატერიალიზმი, ისტ. მატერიალიზმი, ფილოს. ისტორია და ეთიკა. მისი წიგნი „კარლ მარქსის ფილოსოფიურ შეხედულებათა ჩამოყალიბების საკითხისათვის“ (თბ., 1953) თარგმნილია რუს., ფრანგ. და ჩინ. ენებზე.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: თანამედროვე რევიზიონიზმი ფილოსოფიაში, თბ., 1959; თავისუფლება და აუცილებლობა, თბ., 1964; დიალექტიკური მატერიალიზმი, თბ., 1973; Природа морального суждения, Тб., 1982.
ს. ავალიანი