გოქსაძე ლილი სერგოს ასული

ლ. გოქსაძე

გოგსაძე ლილი სერგოს ასული (დ. 3. I. 1935, თბილისი), ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (2004). დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტის ინგლისური ენის განყ-ბა (1957). 1957–59 მუშაობდა თბილ. სახელმწ. სამედიცინო ინ-ტში ინგლისური ენის მასწავლებლად, 1962–2009 – თსუ-ის ინგლისური ფილოლ. კათედრაზე. 2006-იდან ამავე უნ-ტის ინგლისური ფილოლ. მიმართულების სრული პროფესორია. 2009 მიენიჭა პროფესორ-ემერიტუსის სტატუსი. გ-მ შეისწავლა კატენატიური მიმართებები და ზმნის უპირო ფორმებთან დაკავშირებული საკითხები თანამედროვე ინგლისურში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. სტატია, 13 სახელმძღვანელო და მონოგრაფია – „ქართულ-ინგლისური ყოფითი თავისებურებები (თავაზიანობის ნორმები)" (1997). გ. არის საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2002). „თანამედროვე ინგლისური ენის გრამატიკის უმაღლესი კურსის" ოთხტომეულის გამოცემისათვის დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2009).