ბაკური

ბაკური, ლაზთა მეფე II ს-ში.

მოხსენიებული ჰყავს იმპ. ანტონინუს პიუსის (138 – 161) ცხოვრების აღმწერელს იულიუს კაპიტოლინუსს, როგორც იმპერატორის მიერ ლაზების მეფედ დანიშნული. ამ ცნობის საფუძველზე აკად. გ. მელიქიშვილი ფიქრობს, რომ II ს-ში ლაზიკა რომის იმპერიას ემორჩილებოდა.

ა. ბოგვერაძე