ბაკურია მურთაზ ვიქტორის ძე (13. II. 1933, სოფ. ძველი აბაშა, აბაშის მუნიციპ-ი, – 15. VIII. 1992, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1978), პროფესორი (1980).
დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1956). 1956 – 62 კომკავშირულ სამუშაოზეა, 1965 – 67 საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის (ახლანდ. ტექ. უნ-ტის) ფილოს. კათედრის მასწავლებელი, 1967 – 79 თსუ-ის დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის დოცენტი, 1980-იდან ამავე კათედრის პროფესორი. ბ-ს კვლევის ძირითადი სფეროები: კატეგორიოლოგია, დიალექტიკის თეორია, დიალექტ. ლოგიკა და თანამედროვე დას. ფილოსოფიის ანალიზი. ფილოს. დისციპლინათა სისტემაში იგი ცალკე გამოყოფდა კატეგორიოლოგიას, რ-საც მიიჩნევდა მოძღვრებად კატეგორიული განსაზღვრულობის ბუნების, მისი ისტ. გენეზისისა და განვითარების კანონზომიერების შესახებ.
თხზ.: მარქსისტული კატეგორიოლოგიის საკითხები, თბ., 1977; მარქსისტული დიალექტიკა და ფილოსოფიური სოვეტოლოგია, თბ., 1979; დიალექტიკის ძირითადი კანონები, თბ., 1982; დიალექტიკური ლოგიკა, თბ., 1984; ნ. ჰარტმანის ზოგადი კატეგორიოლოგიის კრიტიკისათვის, თბ., 1985.