ბაკურიძე ავთანდილ ახმედის ძე (დ. 12. III. 1942, ბათუმი), ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1985).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1968). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1969-იდან. შექმნა აჭარის, სვანეთის, იმერეთის, აფხაზეთის ბუნების ამსახველი სურათები, ნატურმორტები. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „ეზო“ (1969), „მეთევზეთა უბანი“, „სოფლის პეიზაჟი“ (ორივე 1970), „სამშობლოს სადარაჯოზე“ (1972), „პეიზაჟი“ (1982) და სხვ.