ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დააარსა ბ. სულაკაურმა 1999 წ. 30 ივნისს, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა და გააუმჯობესა საგამომცემლო საქმიანობა საქართველოში.
გამოსცემს როგორც თანამედროვე ქართველი, ისე მსოფლიოში ცნობილი ბესტსელერების ავტორებისა და ნობელიანტი მწერლების ნაწარმოებებს, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და დარგობრივ ლიტ-რას. აქვს სერიული გამოცემები: „მოსწავლის ბიბლიოთეკა“, „მსოფლიო კლასიკა“, „ქართული კლასიკური მწერლობა“, „მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ბავშვებისათვის“, „მე ვსწავლობ კითხვას“, „ქართული მწერლობის საუნჯე“, „კინობიბლიოთეკა“, „საბავშვო ილუსტრირებული საკითხავი“, „საყმაწვილო ლიტერატურის საგანძური“.
ბ. ს. გ. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აქტიური წევრია. თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ მსხვილ გამომცემლობებთან. მონაწილეობს წიგნის ყოველწლიურ ბაზრობებსა და ფესტივალებზე თბილისსა და ფრანკფურტში.