ბარბითი, ძვ. საქართველოში გავრცელებული სიმებიანი საკრავი. მოიხსენიება ვეფხისტყაოსანში („კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა“), „როსტომიანში“ („იყო კარგი სიხარული, ბარბითისა ტკბილად ჟღერა“), შეესაბამება ბერძნ. ბარბიტონს და სპარს. ბარბათს. ს.-ს. ორბელიანის მიხედვით, ბ. „მუღნია“ (განუმარტავია). ივ. ჯავახიშვილის აზრით, ბ. საქართველოში საბერძნეთიდან უნდა იყოს შემოტანილი.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938.
ი. ჟორდანია