ბასილევსი (ბერძნ. basileus), ძვ. საბერძნეთში მიკენის ეპოქაში მცირე დასახლების მმართველი, ჰომეროსის პოემებში‒ტომის ან ტომთა კავშირის ბელადი.
ელინისტურ სახელმწიფოებში ბ. მონარქთა სახელწოდება იყო; ძვ. ბერძნ. ლიტ-რაში ბ-ებად იწოდებოდნენ რომის იმპერატორები. შუა საუკუნეებში ბ. ბიზანტ. იმპერატორთა ოფიც. ტიტული იყო.
ძვ. ანტ. წყაროებში საქართველოს მეფეები ბ-ებად იწოდებოდნენ.