ბასილი საბაწმიდელი

ბასილი საბაწმიდელი, IX ს. პოეტი, ჰიმნოგრაფი.

მოღვაწეობდა პალესტინაში, სავარაუდოა, საბა განწმედილის ლავრაში; X ს. სინის მთის ხელნაწერში (ხელნაწ. ინ-ტი, Sin – 65) არის ბ. ს-ის საბა განწმედილისადმი მიძღვნილი საგალობელი („მამისა საბაჲსი დასდებელი“), რ-ის კიდურწერილობაა „ბასილი“. საგალობლის წყაროდ გამოყენებულია საბას „ცხოვრება“, რ-იც ქართულად VII ს-ში უთარგმნიათ.

ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ინგოროყვა პ., თხზულებათა კრებული შვიდ ტომად, ტ. 3, თბ., 1965.

ლ. ჯღამაია