ბარდუბანი

ბარდუბანი, სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (იმერეთის რეგიონი), სიმონეთის ვაკეზე, მდ. ძევრულის (ყვირილის აუზი) მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., სათემო). ზ. დ. 200 მ, თერჯოლიდან 14 კმ, რკინიგზის სადგ. ზესტაფონიდან 15 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2014). ბ-ში მოქმედებს დავითისა და კონსტანტინეს ქართ. მართლმადიდებელი ეკლესია.

ბარეთელთა, მონასტერი ისტორიული საქართველოს კლარჯეთის პროვინციაში (ახლანდ. თურქ. ტერიტ.). IX ს. I ნახევარში დააარსა ზაქარია ბარეთელთელმა. თურქთა მფლობელობის დამყარების შემდეგ (XVI ს. II ნახ.) მონასტერი დაანგრიეს. შემორჩენილია მცირე ფრაგმენტი.

ლიტ.: ინგოროყვა პ., გოირგი მერჩულე, თბ., 1954.

დ. მუსხელიშვილი